რეზონანსი
04.06.2019

 (რეზონანსი) აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც ელჭექით.

„საქართველოს მასშტაბით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ღამისა და საღამოს საათებში ძირითადად, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მათ შორის, თბილისშიც. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 27-32 გრადუსის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 29-34 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღეს თბილისში ხანმოკლე წვიმა იქნება და მალევე გამოიდარებს. ამინდის მკვეთრ გაუარესებას და სეტყვას არ ველოდებით", - აღნიშნა ნიორაძემ „ინტერპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×