(რეზონანსი) 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის - ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს.
ის გახლავთ მე-10 ბრალდებული, რომელიც „ხორავას ქუჩის" საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
გთავაზობთ თუ, ვინ რა დანაშაულისთვის ამხილეს ამ გახმაურებულ საქმეზე.
1. მიხეილ კალანდია - დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში (ბრალდებული).
2. არასრულწლოვანი გ.ჯ - დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში (მსჯავრდებული).
3. არასრულწლოვანი გ.ბ - ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში (მსჯავრდებული).
4. არასრულწლოვანი დ.ღ - ცრუ ჩვენების მიცემა (მსჯავრდებული).
5. მირზა სუბელიანი - დანაშაულის შეუტყობინებლობა (მსჯავრდებული).
6. მერაბ მორჩაძე - მოწმეზე ზემოქმედება (მსჯავრდებული).
7. ზაქარია წინწკალაძე - დანაშაულის დაფარვა (ბრალდებული, გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ).
8. გიორგი შაბურიშვილი - დანაშაულის დაფარვა (ბრალდებული, გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ).
9. ლუკა კალანდია - დანაშაულის დაფარვა (ბრალდებული, გათავისუფლებულია გირას სანაცვლოდ).
10. თენგიზ კალანდია - დანაშაულის დაფარვა (ბრალდებული, გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ).
პრაიმტაიმი