რეზონანსი
05.06.2019

 თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაშავდა. ქვეითად მიმავალ 60 წლამდე ასაკის ქალბატონს, მანქანა ანკარაში დაეჯახა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, მცდელობის მიუხედავად სამართალდამცველებმა მათ გამოძიების დეტალები არ გააცნეს. ინფორმაციის მიღებას ისინი საკონსულოდან ელოდებიან და საქართველოს წარმომადგენლობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსული საქმის კურსშია, თუმცა განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.

"დაზარალებულს აღენიშნება, 4 ნეკნის მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა, თავის დაზიანება. ჩვენს შეკითხვებზე პოლიციის თანამშრომლებს ჰქონდათ დაცინვითი რეაქცია, გვითხრეს რომ იმას, ვინც მანქანით დაეჯახა, ვერანაირად ვერ შეგვახვედრებენ, არ ჰქონდათ ამის უფლება", - აცხადებს "რუსთავი 2"-თან დაზარალებულის ახლობელი, თეა გამრეკელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×