„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ“
თამარ შუკვანი
05.06.2019

 „აღმოსავლეთ ევროპის პროგრამის მიხედვით, სამი ქვეყანა, - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ფაქტობრივად, მზად არიან, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გახდნენ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვენლობასა და ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ნაბიჯების შესახებ საუბრისას.

ევროკავშირის პროექტში, - აღმოსავლეთ პარტნიორობა, სადაც 2008 წელს ბრიუსელში შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთ მინისტრების ინიციატივით იქნა მომზადებული, აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო შედის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთაგანაც უკანასკნელ სამს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე მიღებული აქვთ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

მაისაიას განცხადებით, ევროკავშირის ასოცირებული წევრობა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. მისი თქმით, აუცილებელია საქართველო კანდიდატი სახელმწიფო გახდეს იმისათვის, რომ შემდგომ უკვე სრულუფლებიანი წევრობა მიიღოს.

„ეს შვედეთის და პოლონეთის ინიციატივა გახლდათ და ეს ქვეყნები, რომ არა, აღნიშნული პროგრამა ალბათ არ განხორციელდებოდა. ამ პროგრამის მიზანი იყო აღმოსავლეთ ევროპის საზღვრები დაცული ყოფილიყო დემოკრატიის, მშვიდობის და სტაბილურობის კუთხიდან გამომდინარე, რაც ასოცირების წევრობას არ ებმევა, - სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობის ცალკე ფორმაა და ბუნებრივია, რომ ერთ კონტექსტში ნაკლებად განიხილება. ეს ინიციატივა სხვა მიზნებისა და ამოცანებისთვის იყო.

„ევროკავშირის ასოცირებული წევრობა და უვიზო მიმოსვლის დაწესება განსხვავებული ფორმაა, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ბინადრობის პროგრამა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი იყო. ევროპის გაერთიანებული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ელემენტი," - ამბობს ის.

უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთისთვის შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერდეს. ნიდერლანდების მთავრობამ ამ მოთხოვნით ევროკომისიას მიმართა, რაც ქვეყანაში ალბანური კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურებას უკავშირებდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ნატაშა ბერტომ გააკეთა.

რამდენად რეალურია, რომ ალბანეთის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგეს და ჩვენ წინააღმდეგაც ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი?

მაიასაია აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, რაც, მისი თქმით, სრულიად რეალურია. ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირმა ამა თუ იმ ქვეყნების მიღების საკითხი შესაძლოა დროებით შეაჩეროს კიდევაც, რაზეც ევროკავშირის შიგნით საუბარი უკვე ღიად მიმდინარეობს.

„ასოცირებული წევრობიდან შემდგომი ეტაპი არის კანდიდატად გადასვლა, რომლის შემდეგაც უკვე სრულ წევრობაა, თუმცა ევროკავშირის გაფართოების პროცესი რამდენად დაიწყება, არავინ იცის, რადგან ასოცირებული წევრობა არ არის გარანტია, რომ ჩვენთვის ევროკავშირის მიმართულებით კარები გაიღება.

"ძალიან ბევრი ურთერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს; შესაძლოა გაწევრიანების პროცესი დროებით გაიყინოს, რაზეც საუბარი და დებატები ევროკავშირის შიგნით უკვე არსებობს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უფრო გრძელვადიანია, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

„ეს დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციაზე. ქვეყნიდან მასობრივი გასვლა ხდება და ხშირად აეროპორტიდან მოქალაქეებს უკან აბრუნებენ. ბევრი ალალეგალურად არის წასული, რაც საქართველოში არსებული მძიმე სოცილაურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეობს. მოსახლეობა გარბის და ეს ყველაფერი ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, პოზიტიურად არ მოქმედებს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×