ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი კახეთის გუბერნატორზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
"თუშეთში გზის გახსნის მოთხოვნით ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა. კახეთის გუბერნატორმა მისვლაც კი არ იკადრა, მოადგილე გააგზავნა თუშებთან. იმ უზრდელმა გამწარებულ ხალხს უთხრა, რა გინდათ ცხვარი ხო გადარეკეთო...
ახლა ეს ღირსი არაა ერთი თვე ცხვარში გააგდო და ამუშავო? მანამდე კიდევ ის ტბა უნდა გადაატარო, რომელიც დაგუბებული მდინარის შედეგად გაჩნდა და სამანქანე გზა დაფარა.
ისე, პიჯაკგაუხდელ გუბერნატორზეც ალალი იქნება ერთთვიანი მივლინება ცხვარში", - წერს მარსაგიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე