რეზონანსი
05.06.2019

 (რეზონანსი) ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ადვოკატი,  აცხადებს რომ იგი თავისუფალია. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო დოკუმენტები, თურქულმა მხარემ არ გაიზიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

იგი წინასაპატიმრო ვადის ამოწურვის შემდეგ ერთხელ უკვე გათავისუფლდა, თუმცა საპატიმროში, პირობების დარღვევის შემდეგ დააბრუნეს. ახლაც პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ საექსტრადიციო პროცესი გრძელდება. მმართველი გუნდის ოპონენტები, კი საქმის ასეთ მსვლელობაში ხელოვნურ გაჭიანურებას ხედავენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურს ლავასოღლის გადმოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×