"ქართველმა ხალხმა "ოცნება" იმიტომ დაიქირავა, რომ "ნაციონალური მოძარაობა" გაესტუმრებინა, მაგრამ მის მძევლად იქცა და ახლა "ნაციონალური მოძრაობის" შავ- თეთრი ასლი გახდა.
"ოპოზიციაშიც ვერ ვხედავ ერთსულოვნებას. სამწუხარო კი ის არის, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება და მივყვებით დინებას"- აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.
"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ უზენაესი სასაამთრლოს თავმჯდომარე გახდება დღეს მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ივანიშვილი კობახიძის ფრთას ასუსტებს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
პ.ზ: არც ისაა გასაკვირი, რომ ივანიშვილს თავისი ადვოკატი უნდოდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და არც ის, რომ ივანიშვილი ასუსტებს კობახიძის ფრთას, რადგან ივანიშვილის ამოცანაა, არ გააძლიეროს პარტიის შიგნით არცერთი ჯგუფი, რომ ამან არ გამოიწვიოს ერთმანეთთან დაპირისპირება და სიტუაცია იყოს დაბალანსებული, ყველას ჰქონდეს თავისი სახრავი.
საერთოდ, ბიძინა ივანიშივლს უყვარს სიმშვიდე და წესრიგი, რაც პოლიტიკას არ უხდება. პოლიტიკას უყვარს დაპირისპირება და კონკურენცია.
სამწუხარო ისაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ იცვლება და მივყვებით დინებას.
ქართველმა ხალხმა "ოცნება" დაიქირავა, რომ გაესტუმრებინა "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის მძევლად იქცა და დღეს "ნაციონალური მოძრაობის" შავ -თეთრი ასლია.
ოპოზიციაშიც ერთობას ვერ ვხედავ, ეს აჩვენა მთაწმინაზე მეორე ტურის წინა პერიოდმა, ოპოზიცია არ ეხმარება შავგულიძეს. მოკლედ ერთი და იგივე სერიალებს ვუყურებთ.
ერთადერთი იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნებისთვის შეიცვალოს სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებას" უმრავლესობა მაინც ეყოლება პარლამენტში, ოპოზიციამ შეძლოს ხმების 60%-ის მოგროვება, რათა გაჩნდეს შანსი შეიქმნას უმცირესობის მთავრობა, რომელსაც ექნება ბიუჯეტის და მთავრობის დამტკიცების შესაძლებლობა.
"რ": 20 ივნისს ეკა ბესელიას ახალი პარტია "სამართლიანობისთვის" თავის სამომავლო გეგმებს გააცნობს საზოგადოებას. როგორც პარტიის დამფუძნებელები აცხადებენ, ეს იქნება სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძოლებს სამართლიანობის დროშით და იქნება ახალი იდეების გენერატორი. მათ რა შანსი აქვთ მომავალ არჩევნებში?
პ.ზ: მისასალმებელია, რომ ახალი პოლიტიკური ძალა იქმნება მაგრამ ერთია პარტიის დაფუძნება, მეორეა წარმატების მიღწევა. რაც შეეხება შანსებს, ბარიერი დაბალია 3%-ი და იმედია რომ გაალახავენ.
"რ": დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდომირ ზელენსკის შეხვედრამ ბრიუსელში. ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველს ხელისუფლებისთვის დღეს ყველაზე პრობლემური საკითხი არის სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება და ამიტომ წინასაწარ თადარიგს იჭერს, რომ ზელენსკიმ სააკაშვილს მის მთავრობაში რაიმე თანამდებობა არ მისცეს...
პ.ზ: ერთადერთი, რაზეც ნამდვილად არ მიყვარს საუბარი, არის სააკაშივლის თემა და ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან დიდ დროს უთმობს სააკაშვილის პერსონას, არადა იგი ამდენ ყურადღებას არ იმსახურებს.
მაგრამ, რადგან საზოგადოებას აინტერესებს, გეტყვით ჩემს აზრს. მერე რა რომ ბახატაძე და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეს, დაშავდა ამით რაიმე? ასე ივანიშვილიც შეეჩეხა დავოსში პუტინს და მედვედევს ლიფტში და ატყდა ერთი ამბავი. რა არ უნდა შეხვდნენ ქვეყნის ლიდერები ერთმანეს? რაც მეტი შეხევდერები იქნება ოფიციალური თუ არა ოფიციალური ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
რაც შეეხება, ზელენსკის, როგორც დემოკრატიულ გზაზე მდგომი პრეზიდენტი, არ შეიძლებოდა რომ სააკაშვილს, რომელსაც უკანონოდ ჰქონდა მოქალაქეობა ჩამორთმეული, არ დაებრუნებინა. მან ეს გააკეთა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მის მთავრობაში მიიწვევს.
ზელენსკის სააკაშვილი სჭირდება პოროშენკოსთან საბრძოლველად. ერთგვარი ხელკეტი მის ხელში, თუ პოროშენკო თავს წამოყოფს. უკრაინაში ძალიან კარგად ესმით, რომ სააკაშვილის ფაქტორის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ უნდა გაფუჭდეს.ერთ ბნელ ოთახს მისცემენ, რომ არ იხმაუროს და პრობლემები არ შექმნას. სააკაშვილს ხომ ერთ თემაში ყოფნა წელიწადნახვარზე მეტი არ შეუძლია.