რეზონანსი
06.06.2019

 "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის  შალვა შავგულიძის მიერ სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებზე პარალელის გავლებას სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი აფასებს.

მისი თქმით, შალვა შავგულიძე პოლიტიკურად ძალიან შეიცვალა და ის "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს იცავს.

"ამ კაცისა მე არაფერი აღარ მჯერა. ძალიან დიდი პატივს ვცემდი, როცა სოსო ბარათაშვილმა და მაგან მიაღწიეს იმას, რომ სულხანი სტრასბურგმა ოთხ პუნქტში გაამართლა. იმის შემდეგ ცა და დედამიწასავით შეიცვალა ეს კაცი.  პატივს ვცემდი იმიტომ, რომ ჩემი შვილის ინტერესებს იცავდა და ახლა ვის ინტერესებს იცავს, მკვდარი შვილი რომ მყავს და მომიკლეს ნაციონალებმა, მათ ინტერესებს იცავს. რა აქვს ჩაფიქრებული არ ვიცი, ერთია, ის, რომ ალბათ შეპირდნენ, რომ ნაციონალები მოვალთ და შენ გენერალური პროკურორი იქნები და მაგაზე ააგდეს, ან კიდევ ცუდი სიზმარი ნახა და თავი აქვს გაყოფილი დიდ ყულფში. მან თავი დაიღუპა", – აცხადებს თამაზ მოლაშვილი.

"თავისუფალი დემოკრატებისა" და "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შალვა შავგულიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ხორავას ქუჩის საქმე და გირგვლიანის საქმე იდენტურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×