რეზონანსი
06.06.2019

 „ჯორჯი" გორელი მიუსაფარი ძაღლია, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე ცხოვრობდა, თუმცა მალე „ჯორჯის“ ახალი სახლი ჰოლივუდში იქნება.  შესაძლებელია გორელი ძაღლი ამერიკული ფილმების „ვარსკვლავიც“ გახდეს, რადგან მისი ახალი მეპატრონეები ცნობილი მსახიობები - სიმუს და ჯულიანა  დევერები არიან.

„გამხდარი და ტილებით სავსე ძაღლი გორთან, „გუდვილის“ მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც ის განსაკუთრებულ წყვილს შეხვდა. ჯულიანა დევერი და სიმუს დევერი ბათუმიდან თბილისში მიდიოდნენ , როდესაც ეს პატარა "ბიჭი" შეხვდათ და წყვილმა დახმარება გადაწყვიტა“, - ამის შესახებ  ორგანიზაცია „Dog organization Georgia“ სოციალურ ქსელში წერს.

„ჯორჯი“ ამჟამად მკურნალობის კურსს გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×