რეზონანსი
06.06.2019

 ყაზბეგში ვერტფრენის ჩამოვარდის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ყუროს მთასთან ავიაკატასტროფას ადგილობრივი მწყემსები შეესწრნენ, რომლებიც დეტალებზე საუბრობენ. 

„დავინახეთ, წითელი ვერტრფრენი, რომელიც ხშირად დაფრინავს ამ ტერიტორიაზე. სასტუმროს ტურისტებს ემსახურება. უცბად თითქოს ძრავი გაითიშა, ფრენის ხმა შეწყდა და ვერტფრენმა დიდი სისწრაფით, ტრიალ-ტრიალით ძირს დაშვება დაიწყო და ჩვენგან მოშორებით ჩამოვარდა. მაშინვე დავრეკეთ საგანგებოში, ჩვენც გავიქეცით, მაგრამ სანამ ჩვენ მივედით, უკვე მაშველებიც იყვნენ. შეიძლება თვითონ გადასცეს ინფორმაცია, სანამ ჩამოვარდებოდნენ", - უთხრა "პრაიმტაიმს" თვითმხილველმა. 

არსებული ინფორმაციით, ვერტფრენი, რომელმაც კატასტროფა განიცადა ყაზბეგში მდებარე სასტუმრო „რუმსის" საკუთრებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×