რეზონანსი
06.06.2019

 (რეზონანსი) ბოლო 1 საათის განმავლობაში Facebook შეფერხებით მუშაობს. პრობლემის შესახებ ინგლისური გამოცემა წერს.

Facebook ხარვეზით მუშაობს საქართველოში, კერძოდ თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე სომხეთში, ევროპის ქვეყნების დიდ ქალაქებსა და ამერიკის რამდენიმე შტატში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ პრობლემა აქვთ Facebook-ზე ბმულის და პოსტების სწორად განთავსებისას და გაზიარებისას. მოხმარებელთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ Facebook-ზე არ ჩანს ფოტოები, კერძოდ პროფილის სურათები და სხვადასხვა გაზიარებული ბმულების გამოსახულებები.

თავად კომპანიას ამ ხარვეზზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×