რეზონანსი
07.06.2019

"ჩაინა ლილო სითის"  დირექტორი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან ბაზრობის ადმინისტრაციას პრობლემები აქვს. ზვიად ქირია ამბობს, რომ პროკურატურისგან, სუს-ისგან და შსს-სგან ბაზრობის მფლობელზე, ლაურა ღაჭავაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ქირია ამ ყველაფერს ღაჭავას შვილებს - ძმებ კოდუებს უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ ღაჭავაზე ზეწოლით ხელისუფლება სწორედ მის შვილებზე გასვლას ცდილობს. იგი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი სპეციალურადაა მოწყობილი:

"ხანძარი ლოკალიზებულია სავარაუდოდ, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი კერებია. სახანძრო დაცვის სამსახურმა გამოიძახა. საუბარია საბითუმო მაღაზიებზე. რამ გამოიწვია ხანძარი ჯერ არ ვიცი, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ" - ამბობს "ჩაინა ლილო სითის" დირექტორი ზვიად ქირია. 

ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო ბრიგადა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×