
ამ კვირაში უკვე მესამე თვითმკვლელობა მოხდა, როდესაც ახალგაზრდამ თავისი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე. სამივე მათგანი სიყვარული ისტორიას უკავშირდება. ბოლო შემთხვევა ბათუმში მოხდა, როდესაც 18 წლის თამარ მოდებაძემ სუიციდს მიმართა. მან ფურცელზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა დატოვა"
,,ჩემი შვილი კამათის, შიშის ან დაძალების ფონზე არის თვითმკვლელობამდე მისული, მისი ნივთების დათვალიერებისას ვნახე ფურცელი, სადაც ეწერა ასეთი რამ – "მკვლელი ნ…იაა".
ეს ნაწერი და ჩემი შვილის მობილური პოლიციას გადავეცი, დაკითხონ მისი შეყვარებული და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა. იგი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ძალადობის, ან შანტაჟის მსხვერპლი იყოს.