თამარ შუკვანი
07.06.2019

 უზენაესი სასამართლოს მოსამართეობის კანდიდატთა სიის განხილვას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 15:00 საათზე დაიწყებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დღეს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის პირველი ეტაპია, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის მსურველები უკვე კანდიდატებად დარეგისტრირდებიან. შემდგომი ეტაპი უკვე 50-კაციანი სიის შერჩევაა, სადაც საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 20 კაცი დამტკიცდება.

„დღეს 15:00 საათზეა შეხვედრა. უნდა გადაწყდეს 144 კაციდან რამდენი გადავა შემდგომ ეტაპზე - კანდიდატად ვინ დარეგისტრირდება. 50 კაცი შემდეგ შეირჩევა. საბოლოოდ კი - 20 უნდა დარჩეს," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისათვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველთა სია ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა, სადაც 144 ადამიანია წარმოდგენილი. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×