ელზა პაპოშვილი
07.06.2019

 სასტიკი შურისძიება კასპში - შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლის ეზოში, სავარაუდოდ, თანასოფლელმა მოკლა, ხოლო მისი მეუღლე დაჭრა. შემთხვევა 7 მაისს ღამის  2 საათზე მოხდა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურის მცხოვრებლები „რეზონანსთან“ მომხდარის მიზეზებსა და დეტალებს ყვებიან. გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის შახალა ჯემალ ოღლი ბაირამოვია, მისი მეუღლე კი  კასპის საავადმყოფოშია მოთავსებული და ის თავშია დაჭრილი. 

 კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ ხიდისყურის წარმომადგენელი  ზურაბ ქურასბედიანი „რეზონანსთან“ ყვება, რომ  მომხდარ დანაშაულს წინ მეზობლებს შორის დავა  და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. მისი თქმით, მოკლულმა შახარ ჯემალ ოღლი ბაირამოვმა დაახლოებით 30 წლის უკან ნაზმირ კულბანოვის ბიძა მოკლა. რის შემდეგაც ის 10 წელი სასჯელს იხდიდა. რწმუნებულს  უჭირს ახსნა, რატომ იძია შური ნაზმირ კულბანოვმა ამდენი წლის შემდეგ.       

რწმუნებული ამბობს, რომ  ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის მეუღლე საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.

„სავარაუდოდ, სახლში მივიდა და დაუძახა. კაცი ეზოშია გამოსული და როგორც ამბობენ, მათ შორის სიტყვიერი შელეპარაკება მომხდარა. ამის შემდეგ კი ესროლა. სოფელში სროლის ხმა ასე 2 საათისთვის გაიგონეს. 

ადგილზე მისულ მეზობლებს ქმარი უკვე გარდაცვლილი დახვდათ, ცოლი კი დაჭრილი. სავარაუდოდ, სისიხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. მისი მეუღლის მდგომარეობა საკამოდ მძიმეა. როგორც ვიცი შემთხვევის დროს სახლში მხოლოდ ცოლ-ქმარი იყვნენ. საკმაოდ მძიმე ფაქტია, დანაშაული როგორც ამბობენ ორი ტიპის იარაღიდან არის ჩადენილი“, - აცახდებს რწმუნებელი „რეზონანსთან“. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევის მიზეზი წლების წინ დაწყებული კონფლიქტია. ოჯახებს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც ბაირამოვმა ეჭვმიტანილის ბიძა  მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბრალდებულმა  სისხლი აიღო. მათ შორის წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა იყო და როდესაც ისინი ერთმანეთს სადმე შეხვდებოდნენ, მაშინვე კონფლიქტი იწყებოდა.  

„წლებია ეს საგავრეულოები ერთმანეთს არის გადაკიდებული. როგორც ჩანს, შური იძია, რადგანაც წლების წინ ბაირამოვმა ეჭვმიტანილს ბიძა მოუკლა. 

„სოფელში გასროლის ხმა ასე ორი საათისთვისა გავიგონეთ. ვერავინ მიხვდა რა მოხდა. გვეგონა, რომ ვიღაც დაბადების დღეს აღნიშნავდა. ბაირამოვს სამი ოთხი ტყვია აქვს თავში ნასროლი. ცოლსაც ასევე, ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. 

„პოლიციას  მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევისა ადგლზეც მოიყვანა, სავარაუდოდ,  მათ აჩვენებდა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა მამაკაცის  მკვლელობა და მისი ცოლის დაჭრა“, - აცხადებს გარდაცვლილების მეზობელი „რეზონანსთან“.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ნ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს - მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.   

მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კასპის საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×