„ემიგრანტების იმედის” დამფუნებელი შოთო სიხარულიძე სოცალურ ქსელში შემდეგი ინფორმაციას ავრცელებს:
„გარდაიცვალა 6 წლის ემიგრანტის შვილიშვილი ჟანა გოგია…
ბატონო შოთო მე ვარ გამწარებული ბებია თეთრიკო გოგია. ძალიან გთხოვ შენ და ემიგრანტების არხს, რომ დამეხმაროთ...
26 მაისს ჩემი შვილიშვილი 6 წლის გახდა. მოგიყვებით ზუსტად, რაც მოხდა:
27 მაისს ბავშვს მისცა ტემპერატურა, დედამ ბავშვი გადაიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში (ბებიამ კი გვითხრა მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ კლინიკის სახელის გაჟღერებისგან, გასაგები მიზეზების გამო), სადაც გაუკეთეს ნემსი და ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი კარგად იყო და საგანგაშოც არაფერიაო და გაუგზავნიათ ბავშვის ნივთების მოსატანად სახლში. დედა გზაში იმყოფებოდა ისე შეატყობინეს რომ ბავშვი გარდაიცვალა, სრულიად გაურკვევლად 1 საათის შიგნით ბავშვი გარდაიცვალა….
არც ექსპერტიზა არც სიკვდილის მიზეზი ისე გამოატანეს ბავშვი… 10 დღეში ჩამოვდივარ საქართველოში და ბავშვის სიკვდილის მიზეზის დადგენა მინდა.
რატომ არ ჩაუტარდა ექსპერტიზა და 1 საათში რა მოუვიდა ბავშვს (ოჯახმა ბავშვი კვირას დაკრძალა).
ყველას გთხოვთ დამეხმაროთ ჟურნალისტებს ტელევიზიებს და მიიტანოთ გულთან ჩემი შვილიშვილის ტრაგედია. განსაკუთრებით ვთხოვ ემიგრანტების იმედს ბ-ნ შოთო სიხარულიძეს არ დამტოვოს უყურადღებოდ და უპასუხოდ.
თეთრიკო გოგია ხობიდან, რომელიც ახლა ვიმყოფები ემიგრაციაში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე