ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო „პარლამენტის არჩევნები“ 9 ივნისს გაიმართება, რომლის მონიტორინგსაც დაახლოებით 50 საერთაშორისო დამკვირვებელი განახორციელებს. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლის წარმომადგენლებიც „არჩევნებზე“ დამკვირვებლის სტატუსით დარეგისტრირდნენ, დე ფაქტო საარჩევნო კომისიას მითითებული აქვს გერმანია, ფინეთი, ბელგია, იაპონია და იტალია. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ აღიარებენ.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა კრისტინა ავლოხოვმა განაცხადა, რომ თითო დამკვირვებელი იქნება გერმანიიდან ფინეთიდან და ბელგიიდან, ორი იაპონიიდან და სამი იტალიიდან.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ის დამკვირვებლები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთს, არიან იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მართულია რუსეთის ხელისუფლებისგან.
„ეს დამკვირვებლები არიან იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კავშირში არიან რუსეთთან. ასეთი რუსეთისგან მართული ორგანიზაციები ყველა იმ ქვეყანაშია, რომელიც აკვირდება აღნიშნულ „არჩევნებს“, რუსეთშიც ხომ არის რამოდენიმე ისეთი ორგანიზაცია, რომელშიც არსებობს ამერიკული ნაწილი, მაგალითად, „ამერიკის ცენტრი“...
„იტალიიდან აუცილებლად იქნება დამკვირვებელი (თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო) ჯულიეტა პიეზო, რომელიც ძალიან ხშირად არის ნამყოფი ე.წ სამხრეთ ოსეთში, პრაქტიკულად ამდენი წელია მისი ორგანიზაცია ფუნქციონირებს რუსული ფულით,“ -განაცხადა არეშიძემ.