რეზონანსი
07.06.2019

ზაზა სარალიძე “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას იმ ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის ამბობს, რომ “კვირის აქცენტებში” ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ აღარ თანამშრომლობს ზაზა სარალიძე “რუსთავი2”-თან და ვის დავალებებს ასრულებს.

“ბოდიშს მოგიხდით, რომ ღრმა დეტალებზე თქვენთან ვერ ვისაუბრებ, ამ სიამოვნებას დავუტოვებ ბატონ ნიკა გვარამიას და ვუერთდები მის გამოწვევას. “კვირის აქცენტებში” გაამზადოს ჩემი ადგილიც და აუცილებლად ერთად ვისაუბრებთ ყველა დეტალზე”, - განაცხადა ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “პირველებში” ჩართვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×