რეზონანსი
08.06.2019

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ივნისს, დღის ბოლოდან და 8 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სააგენტოს პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს მთაში და მაღალმთაში მოსულმა და მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარის დნობამ შესაძლებელია მდ. ენგურის შენაკადებზე წყლის დონემ მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×