ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ნაცმოძრაობის ლიდერი არის არა სააკაშვილი, არამედ რულოვსი. ასე იყო 9-წლიანი რეჟიმის დროსაც. სანდრა "მესიჯბოქსებს" გასცემდა, სააკაშვილი კი ძალიან კარგი შემსრულებელი იყო:
"მათ შორის ყოველთვის იყო პარტნიორული ურთიერთობა, ცოლ-ქმარი არასდროს ყოფილან. სანდრა უფრო მაღალ პოზიციაზე დგას. ამას ვამბობდი ყოველთვის და ეცინებოდათ, კარგია, რომ ახლა ყველა დარწმუნდა. როდესაც სანდრა ჯერ კიდევ ზუგდიდში იბრძოდა, თუმცა იცოდა, ვერ მიიღებდა სანუკვარ ადგილს, მიშა ზელენსკის ეხვეწებოდა, უკრაინაში უბრალოდ შემომიშვი, არ მინდა თანამდებობაო.
მიშა არასდროს მოჰქცევია ცუდად პარტნიორ ქალებს, ცდილობდა მათთვის კარგი მომავალი შეექმნა, საიმედო ხელში ჩაებარებინა. ეს არის კაცი, რომელიც თავის ქალს არ გაწირავს. მას რომ სანდრა გაეწირა, ახლა ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ ვერ წირავს. სანდრა იქით გაწირავს მას", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან მოროშკინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე