რეზონანსი
08.06.2019

 ქალბატონები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ დაბერების პროცესი რამენაირად შეანელონ და საკუთარი სილამაზე კიდევ უფრო დიდხანს შეინარჩუნონ, ზოგიერთ ქალბატონს ნამდვილად უმართლებს, ისინი არა მარტო კარგი გენეტიკით, არამედ სწორი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონი ინარჩუნებს სილამაზესა და მომხიბვლეობას ყველაზე დიდხანს?

ტყუპები

ტყუპები ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. მათ სულ მოძრაობაში ყოფნა და სულ რაღაცის კეთება ხიბლავთ, ამიტომ ისინი სულ ტონუსში იმყოფებიან და თავიანთ სინორჩეს დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ამიტომაც ინარჩუნებენ.

თხის რქა

თხის რქა ისეთი ქალბატონის ტიპს წარმოადგენს, რომელსაც ბავშვობაში ხშირად "მახინჯ იხვის ჭუჭულსაც" კი უწოდებდნენ, თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალბატონები დროთა განმავლობაში საკუთარი გარეგნობის საოცარ გარდასახვას აღწევენ და ბავშვობის ზედმეტსახელს წლების მატებასთან ერთად საბოლოოდ ემშვიდობებიან.

ქალწული

ქალწულები ბუნებრივი სილამაზის ჭეშმარიტი დამფასებლები და ყველანაირი - სილამაზის "ინექციის" წინააღმდეგები არიან. სწორედ თავიანთი ბუნებრივი ხიბლისა და ქარიზმის წყალობით, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონები თავიანთ სილამაზეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ.

ლომი

ლომი ქალბატონი სახლიდან მოუწესრიგებელი არასდროს გავა. მისი ბუნებრივი სიამაყე არასდროს დაუშვებს, რომ ის მოუვლელ მდგომარეობაში ვინმემ ნახოს.

სასწორი

სილამაზისაკენ სწრაფვა - ეს სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონების ერთ - ერთი სახასიათო თვისებაა, რომელიც თავს ბავშვობის ადრეული წლებიდან იჩენს. სასწორი ქალბატონი ყველა სიტუაციაში მშვენიერების განუყოფელ ნაწილსა და აღფრთოვანების ობიექტს თავად წარმოადეგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×