რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) თბილისში სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ქალია. 

მეზობლების აცხადებენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში გაურკვეველ სუნს გრძნობდნენ და მაშველები გამოიძახეს. 

ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში დახვდათ ქალის ცხედარი. სახლში იმყოფებოდა კიდევ ორი ქალი, რომელთაგან ერთი კონტაქტური იყო , მეორე კი, უგონო მდგომარეობაში. ორივე ქალი სააავადმყოფოში გადაყავთ.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ჯგუფები და ასევე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×