რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×