რეზონანსი
08.06.2019

 (რეზონანსი) ესპანეთის ქალაქ ლა-რინკონადაში ატრაქციონის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 28 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Diario de Sevilla წერს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 02:00 საათზე მოხდა. 9 დაშავებული ადგილობრივი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. კიდევ 4 მოზარდის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ატრაქციონის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×