ტატა შოშიაშვილი
09.06.2019

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „რუხ ნოვიხ სილ" („ახალი ძალების მოძრაობა") 21 ივლისს დანიშნული უკრაინის რადას არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აპირებს უკრაინის ძველ პოლიტიკოსებთან კომპრომისზე წასვლას და არც მათთან გაერთიანებას, რადგან ქვეყანას ახალი მამოძრავებელი ძალა სჭირდება.

ახლა სააკაშვილი თანამოაზრეებს ეძებს, რათა თავიანთი პოლიტიკური იდეების განხორციელებაში დაეხმარონ და უკრაინის კეთილდღეობისთვის იმუშაონ.

მაგრამ, მიუხედავად სააკაშვილის სურვილისა, არჩევნებში მონაწილეობა მას შეიძლება უკრაინის კანონმდებლობით აიკრძალოს, რადგან უკრაინაში მოქმედი კანონის მიხედვით, რადას არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, რომელიც უკრანის მოქალაქეა და ქვეყნის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მიუხედავად ამისა, საინფორმაციო სააგენტო „ბი-ბი-სი" იუწყება, რომ სააკაშვილი მაინც მოითხოვს უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

„როდესაც შევხედეთ ამ ძველ პოლიტიკოსებს, ძველ პარტიებს,მივხვდით, რომ არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა გავსულიყავით. გარდა ამისა, დავინახე, რომ, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა, ბევრმა მათგანმა (პოლიტიკოსმა) საკუთარი რეპუტაცია კიდევ უფრი შებღალა, ვიდერე ეს წელიწადნახევრის წინ იყო, როდესაც შემიპყრეს და გამაძევეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მისი პარტია „რუხ ნოვიხ სილ" სხვებისგან განსხვავდება იდეებით, ენერგიითა და დრაივით. გარდა ამისა, განსხვავდება იმითაც, რომ „არა მიდის კომპრომისებზე". სააკაშვილის ცნობით, უახლოეს მომავალში ჩატარდება შეხვედრა, სადაც შეიქმნება საარჩევნო სია.

ცნობისთვის, ორიოდე დღის წინ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმისთვის („უდარ")" მონაწილეობის შესახებ განაცხადა და მიხეილ სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა. ამაზე სააკაშვილი არ დათანხმდა, რაც განმარტა იმით, რომ „ფეისბუკის" გვერდზე მისმა თანამოაზრეებმა კლიჩკოს შეთავაზებაზე უარის თქმა ურჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×