„ვაშინგტონში ძირითადი განხილვის თემა იქნება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის საკითხი“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მამუკა ბახტაძის ვიზიტს აშშ-ში.
ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში გაიმართება შეხვედრების აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
„მისასლმებალია, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ბიზნეს წრეებთან იქნება შეხვედრები. გარდა ეკონომიკური საკითხებისა, ძირითადი განხილვის თემა მაინც იქნება პოლიტიკური საკითხები, ანუ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლიან მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის ხელისუფლება „ოცნების“ წარმატებაში, მაგრამ ასევე შეეცდება მიიღებს ინფორმაცია, რა რეაქცია ექნება აშშ-ს ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებთან მიმართებაში.
„რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლბიანი ელჩის დანიშვნის საკითხს, რა თქმა უნდა საინტერესოა რატომ არ ინიშნება და რა არის მიზეზი, რაც კითხვებს აჩენს საზოგადოებაში. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დანიშვნის საკითხი იქნება, რომელიც დადგება ამ ვიზიტის დღის წესრიგში“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.