რეზონანსი
10.06.2019

4 ივნისს დიდი ტრაგედია დატრიალდა. ყოფილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის და მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის  მეცხრეკლასელი გოგონა, ლენო გვარჯალაძე,  მე-7 სართულიდან გადავარდა და გარადიცვალა. შვილმკვდარი მამა სოციალური ქსელით მადლობას უხდის მეგობრებს მძიმე წუთებში თანადგომისთვის.

"ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.

ამ მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა – უმძიმესად დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა…მეგობრებო – მადლობა x 1 000 000 000!” – წერს გიორგი გვარჯალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×