თამარ შუკვანი
10.06.2019

 „ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს ის, რაც მოხდა. შანსები იმ შემთხვევაში ექნებათ თუ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწევენ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.

მისი თქმით, მთაწმინდის ოლქში ხელისუფლებამ ძალების სრული მობილიზება მოახდინა იმისათვის, რომ მეორე ტური მოეგო.

„ხელისუფლებამ მთელი თავისი ძალების კონცენტრირება სწორედ მთაწმინდაზე მოახდინა. პირველ ტურში მას რესურსი არ ეყო, უფრო მნიშვნელოვანი ზუგდიდში პირველი ტურის მოგება გახლდათ, რასაც მიაღწია. ხოლო მეორე ტურში „ოცნებამ" მთაწმინდის ოლქში კონცენტრირება მოახდინა, რის შემდეგ მან ესეც მოიგო.

„ოპიზიციამ დასკვნები უნდა გააკეთოს, სად რა წარმატება ჰქონდა. თუ ოპოზიციას სურს, რომ „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უმრავლესობა არ აიღოს, სწორედ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ოპოზიციურმა კანიდატებმა მნიშვნელოვანი წარმატება პირველივე ტურში უნდა მოიპოვონ," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მთაწმინდაზე ხმათა 61.83%-ით „ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატ შალვა შავგულიძეს კი 38.17% აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×