ია აბულაშვილი
10.06.2019

 „ბიძინა ივანიშივლი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, პირიქით, „ოცნებაში“ ისეთი მონოლითი იკვრება, რომ ამ ურთულესი პერიოდის გავლის შემდეგ, მასთან ერთად უფრო ძლიერი პოზიციებით მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - ასე ეხმაურება მთაწმინდის მაჟორიტატრი დეპუტატი ლადო კახაძე „ოცნებაში“ მიმდინარე განახლების პროცესს.

შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ „ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, სხდომაზე იმსჯელეს სამომავალო გეგმებზე და მიმართულებებზე. მისი თქმით, 2020 წლისთვის „ოცნება“ საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამით და გუნდით წარსდგება. 

ექსპრეტთა ნაწილის აზრით, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს სურს ახალი ძალებით შექმნას ისეთი პარტია, რომელიც მის გარეშე იარსებებს, მას კი პოლიტიკიდან წასვლის საშუალებას მისცემს. ამაზე მინიშნება ორი დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამაც გააკეთა.

„პირველად ვესწერებოდი „ოცნების“ უმრავლესობის შეხვედრას და ძალიან კმაყოფილი გამოვედი. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მთელი შემადგენლობა ესწრებოდა. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის სოციალურ თემებზე, თვითმმართველობების მხარდაჭერაზე, სამომავალო გეგმებზე და ახალ პროგრამებზე, რომელიც თანხვედრაშია ჩვენი მოლაქაეების მოთხოვნებთან.

„რაც შეეხება იმისა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგ ბიძინა ივანიშივლი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და არც მოხდება. პირიქით, ისეთი მონოლითი იკვრება, რომ ამ მძიმე პერიოდის გავლის შემდეგ, მასთან ერთად უფრო ძლიერი პოზიციებით მივალთ 2020 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×