ია აბულაშვილი
10.06.2019

 როგორ შეიძლება განლაგდეს ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში და რომელ პარტიებს აქვს შანსი გადალახონ  3%-იანი ბარეირი? პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან დაახლოებით 4-5 პარტიას აქვს შანსი მოხვდეს მომავალ პარლამენტში.

„დღეს ნაადრევია რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგან უამრავი პროცესი მიმდინარეობს, იქმნება ახალი პარტიები და ეს პროცესი ალაბთ გაგრძელდება. ანუ, სრული კონფიგურაცია ჩამოყალიბებელი არ არის და ეს მოსალოდნელია მხოლოდ არჩევნებმადე  6 თვით ადრე.

„დღეის გადასახედიდან კი მომავალ პარლამენტში  სავარაუდოდ უნდა მოხვდებს „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“, შეიძლება ბარიერი გადალახოს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, დანარჩენზე ლაპარაკი ამ  დროისთვის ძნელია. 

„მაჟორიტარული სისტემის გათვალისწინებითაც, „ოცნებამ“ არ უნდა აიღოს 40%-ზე  მეტი, ეს იქნება მაქსიმუმი. 60 %-ი  კი იქნება გასანაწილებელი.  სავარაუდოდ 16-17%-ს აიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, 7-8%-ს „ევროპული საქართველო“ 4-5%-ის ფარგლებში  იქნება „პატრიოტთა ალიანსი“ და  3-4%-ის  ფარგლებში „ლეიბორისტები“.  კიდევ ვიმეორებ, ეს არის სავარაუდო შანსები და თანაც დღეის მდგომარეობით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×