თამთა ჩაჩანიძე
11.06.2019

 ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსულ პორტებს შორის შავი ზღვის აუზში საკრუიზო მიმოსვლა დაიწყო - 2 ივნისს ოკუპირებული აფხაზეთიდან პირველ საცდელ საკრუიზო მიმოსვლისთვის დელეგაცია სოჭში გაემგზავრა. გეგმის თანახმად, პირველი რეისი უნდა შემდგარიყო 2020 წელს, თუმცა, აღნიშნული საცდელი გასვლა შეიძლება უკვე წელსვე შედგეს.

დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ „აფხაზეთის საზღვაო სანაოსნო" კომპანიის წარმომადგენელის ადამირ გაბუნიას განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკრუიზო მიმოსვლა არის მათთვის მთავარი პროექტი.

„ჩვენთვის ეს არის მთავარი პროექტი, რადგან საბჭოთა კავშირის შემდგომ ჩვენთან არცერთ საკრუიზო ლაინერს არ ჰქონია რეისი, ეს ბევრ მიზეზებთან იყო დაკავშირებული: საქართველო-რუსეთის ომთან, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს არ აღიარებასთან, სანქციებთან.

"ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებას და საშუალებას მისცემს განავითაროს სხვა მიმართულებებიც. როგორიცაა, მაგალითად, სწრაფმავალი კატერების გადაადგილება." განაცხადა საზღვაო სანაოსნო კომპანიის წარმომადგენელმა.

მან ასევე დასძინა, რომ სოხუმის პორტში ჩატარდა საინჟინრო კვლევები და პორტი შეძლებს კრუიზების მიღებას.

2019 წლის 15 თებერვალში სოჭში, რუსეთის საინვესტიციო ფორუმი-2019-ის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო კომპანიამ, „აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ" და რუსეთის ღია სააქციო საზოგადოებამ - „შავი ზღვის კრუიზები" ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

შეთანხმების მიზანი იყო 2020 წლისთვის აფხაზურ და რუსულ პორტებს შორის საკრუიზო მიმოსვლის ორგანიზება, თუმცა, მათი ახალი გადაწყვეტილებით, საცდელი გასვლა უკვე 2019 წელს მოხდება.

პირველ საცდელ გასვლას სოხუმის მიმართულებით, თბომავალი „კნიაზ ვლადიმირი" შეასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×