რეზონანსი
11.06.2019

  გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამივე ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.

დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შესახებ მოსამართლემ დააკმაყოფილა და სამივე მათგანს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესზე ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს, ამიტომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა. ორივე მათგანი პოლიციამ 2018 წლის 18 დეკემბერს დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 26 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×