
ერთ-ერთი სკოლის ბანკეტზე ხმამაღლა წაიკითხეს ემიგრანტი დედის წერილი რომელიც მან ქალიშვილს საგანგებოდ ამ დღისთვის გამოუგზავნა:
"დედი! დედაშვილობის ისტორიაში, არის დღეები, რომლის უერთმანეთოდ გატარება დანაშაულია. დღეს ჩვენს ცხოვრებაში ერთი ასეთი დღე დგას. უჩემოდ შედექი მაღალ ქუსლებზე, უჩემოდ შეიმოსე საბანკეტო კაბით და შენი ცხოვრების პირველი ვარცხნილობაც უჩემოდ გაიკეთე. ვერაფერს შევავლე ხელი, ვერ მოგაშორე ზედმეტი ნამცეცები, ის ნამცეცები, დედები რომ ხედავენ მხოლოდ...
მაგრამ მაინც თვალისმომჭრელად გამოიყურები, მთელ დარბაზში კაშკაშებ და აქედანაც კი გხედავ.
ცხოვრებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, რთული გზით მიდის ჩვენი დედაშვილობა, მაგრამ ჩვენ სიყვარულის ისეთი უხილავი ძაფებით ვართ ერთმანეთს დაკავშორებული, სიშორეც ვერაფერს დაგვაკლებს.
სხვა დროს უფრო მეტს დავწერდი, დღეს კი ემოციაშია შენი დედიკო და თითქოს კალამიც დაუჩლუნგდა.
ერთს გეტყვი მხოლოდ, ყველა დედის საოცნებო შვილი ხარ შენ!
მიყვარხარ და მეამაყები!
ამ წერილთან ერთად საჩუქრად ჩახუტებაც გამოგიგზავნე, მიპრაკუნდი დედიკოს მეგობართან, დედის დარად ჩაგიკრავს გულში.
ჩემი ლილე მინდელი ხარ შენ, ჩემი საკუთარი მზე", - წერს დედა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე