ია აბულაშვილი
13.06.2019

 "აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა ტონი, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემებია და გზავნილიც წინმსწრებად იყო გაკეთებული.

"აშშ-ს ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას მიეცეს შესაძლებლობა თავისი შედეგი აჩვენოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემირე-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს გაკეთდა.

"სამივე გზავნილი იყო მნიშვნლოვანი, ძველი თემები, რომელიც დიდი ხანია მუსირებს, ეს არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

"აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა ტონი, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლმებია, რაც არასტაბილურ განწყობას იწვევს ქვეყანაში.

"ეს იყო წინმსწრებად გაკეთებული განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას მიეცეს შესაძლებლობა თავისი შედეგი აჩვენოს. საქართველო შედგეს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და ქვეყანაში შენარჩუნედეს სტაბილურობა.

"მესამე და ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ეხებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას, აშშ-ს ხელისუფლებამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ჩაამთავროს ეს პროექტი." - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×