„ოპოზიცის მცდელობა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით გამართლებულია და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხში ისინი ერთად უნდა იყვნენ, რაც ნიშნავს მხოლოდ არჩევნების პირობების შექმნას და არა გამარჯვებას მომავალ არჩევნებში“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის მოთხოვნას 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით.
„ოპოზიციის კონსოლიდაცია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კარგია და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხში ისინი ერთად უნდა იყვნენ, რაც ნიშნავს მხოლოდ არჩევნების პირობების შექმნას და არა გამარჯვებას მომავალ არჩევნებში. ამიტომ მიზნის მისაღწევად უნდა შეიქმნას მესამე ძალა, რომელიც არც „ოცნების“ და არც „ნაციონალების“ ორბიტაზე არ იქნება - ლოზუნგით „ყველა მინუს ორი“.
„ამის რესურსი არის და იმ პარტიებს, რომლებიც არ მოიაზრებოდა ამ ორ პოლიტიკურ ძალასთან, აქვთ შანსი შექმნან ცენტრი და თავად გახდნენ ლოკომოტივი, რომელმაც საზოგადოებას უნდა შესთავაზოს სიახლეები, რადაგან ხმების 60% ჰაერში არის გამოკიდებული და საზოგადოებამ არ იცის ვის მისცეს ხმა.
„რაც შეეხება ოპოზიციის იმედს, რომ აშშ-ის განცხადებებით კმაყოფილი არიან და დასავლეთი მხარს მათ უჭერს, რა თქმა უნდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება მნიშვნელოვანია და არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი განცადებები ყოველთვის კეთდებოდა, შევრდანაძის დროსაც და სააკაშვილის დროსაც. მაგრამ არ მგონია, რომ ეს განცხადება ოპოზიციის საიმედოდ იყო გაკეთებული.
„ეს განცხადება მიმართული იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სადაც მათ მოუწოდეს - ჩამოყალიბდით ვისთან ხართ და გვაჩვენეთ თქვენი სიცოცხლისუნარიანობაო. ჩემი აზრით, საკმაოდ მკაცრი განცხადება იყო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.