ია აბულაშვილი
14.06.2019

 „ახალი პარტია როცა ძალებს იკრებს, ოპონენტებთან მკაცრ, მაგრამ არგუმენტირებულ საუბარს ირჩევს. ეტყობა მათ სხვა გზა აირჩიეს - არაფრისმთქმელი სიტყვებით ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა. შემიძლია ვურჩიო, ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და საზოგადოებაში თავს ნუ შეირცხვენენ. მე მწყბრიდან ვერავინ გამომიყვანს“,- ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე ირაკლი ოქრუაშვილის ახლადშექმნილი პარტიის „გადაარჩინე საქართველოს“ წევრის გუბაზ სანიკიძის კრიტიკულ გამონათქვამებს, რომელიც გადაცემა "ბარიერში" მისი მიმართ გაჟღერდა. 

„რადგან პოლიტიკაში მოვედი და მხარე გავხდი, მტერი ვარ...  მე ვერავის ვერ ავუკრძალავ გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია. არც იმას ვიკადრებ, რომ ერთი საფეხურით ქვევით ჩამოვიდე და პასუხი გავცე, ამის უფლებას არც ასაკი მაძლევს და არც პროფესია. მითუმეტეს პოლიტიკაში, როცა მოდიხარ, ყველა გამონათქვამს და შეფასებას მშვიდად უნდა შეხვდე. 

„რა თქმა უნდა, მირჩევნია სალაპარკო აპარატის ასეთ დაბინძურებას, არაფრისმთქმელ სიტყვებს, მკაცრი, მაგრამ არგმუნტირებული შეფასებები მოვისმინო. როცა ახალი პარტია ძალას იკრებს, ოპონენტებთან ამგვარ საუბარს ირჩევს. ეტყობა მათ სხვა გზა აირჩიეს - ჯობს შეაგინო და მწყორიდან გამოიყვანო ადამიანი. 

„მინდა ვურჩიო, ტყუილად თავს ნუ დაიღლიან და საზოგადოებაში თავს ნუ შეირცხვენენ. მე მწყობრიდან ვერავინ გამომიყვანს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×