თამარ შუკვანი
14.06.2019

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერპექტივაზე ისაუბრა. ამის ფონზე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე თვის დეკემბერში ნატო-ს სამიტი არის დაგეგმილი.

რამდენად რეალურია, რომ ამ სამიტზე საქართველოსთვის რაიმე სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება იგეგმებოდეს, და სწორედ დეკემბრის თვეში მოხდეს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება?

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან საუბრისას მსგავს ფაქტს არ გამორიცხავს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ მხარდაჭერის თემა არ არის. შესაძლებელია, ოღონდ დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ახლა არ იქნებოდა სწორი," - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რაზე შეიძლება იყოს საუბარი ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში, მენაღარიშვილი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი თემა მაპ-ის მინიჭება იქნება. მისი თქმით, საქართველო შესაძლოა ალიანსის წევრი მაპ-ის გარეშე გახდეს.

„საუბარი იქნება, მაგალითად, ნატო-ში გაწევრიანების გეგმის მოცემაზე - ე.წ. მაპ-ზე. საერთოდ არ გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველო ყოველგვარი მაპ-ის გარეშე მიიღონ ალიანსის წევრად. მითუმეტეს წმინდა ტექნიკურად მაპ-ის გავლა საქართველოს ახლა არ სჭირდება. ეს არაერთხელ აღუნიშნავთ ალიანსის ხელმძღვანელებს. ასე რომ, შესაძლებლობა არსებობს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×