„გასარკვევი და შესასწავლია ლგბტ თემის წარმომადგენლების მოტივაცია, ვინაიდან მათ არა აქვთ ჩაგვრის ის წნეხი, რომ ეს წნეხი აიძულებდეთ გამოვიდნენ აქციებით. მათი აქცია უფრო მანიფესტაციაა - განუცხადონ საზოგადოებას თავიანთი ორიენტაციის შესახებ“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ მიერ გამართულ აქციას „სახელმწიფო, გამოდი, სად ხარ“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც წერია, რომ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ და დააფიქსირონ თავისი პოზიცია. მაგრამ ალბათ გასარკვევი და კარგად შესასწავლია ლგბტ თემის წარმომადგენლების მოტივაცია, ვინაიდან მათ არა აქვთ ჩაგვრის ის წნეხი, რომ ეს წნეხი აიძულებდეს გამოვიდეს აქციებით. მათი აქცია უფრო მანიფესტაციაა - განუცხადონ საზოგადოებას თავიანით ორიენტაციის შესახებ.
„მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მანიფესტაციას ეწინაღმდეგება. ანუ, ეწინააღმდგება არ მოახდინო შენი ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ როდესაც შენ მაინც გინდა შენი გაიტანო და ამბობ, რომ მაინც ჩავატარებ, ამას უკვე ძალადობის სახე აქვს.
„რაც შეეხება მოხოვნას, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათთან არ მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლები და არ დააფიქსირებენ თავიან პოზიციას ვის მხარეს დგას სახელმწიფო, ეს უკვე პოლიტიკური მოთხოვნაა და ჩნდება ცუდი ვარაუდი, რომ მათ უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები დგანან.
„თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს, მაშინ ამ ნაწილისთვის იქნება ხელისუფლება მიუღებელი. თუ ამ ჯგუფის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, გამოდის, რომ უმცირესობის მოთხოვნები არ სრულდება. სწორედ ამ პატარა ნაპერწკალით, პოვოკაციით და შემოთვაზებული ხერხებით ცდილოებენ ეს პოლიტიკური ძალები, ანუ ოპოზიცია, ჩააყანონ ხელისუფლება ცუდ მდგომარეობაში.
„მაგრამ არ მგონია, რომ ეს თემა მათთვისაც იყოს მომგებიანი. თუ ასეთი მაგრები არიან, გამოვიდნენ და ღიად დადგნენ მათ გვერდით, ნუ იმალებიან, ამ თემას საჯილდაო ქვად ნუ ხდიან და გაინაწილონ ის პროტესტი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ამ ჯგუფის მიმართ გამოხატავს.
„ვფიქრობ, რომ პროცესები უმართავი არ გახდება. შსს არერთხელ ჩააბარა გამოცდა, როცა მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ჩადგა და განმუხტა სიტუაცია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.