ტატა შოშიაშვილი
15.06.2019

 „ჩემთვის ეს არ იქნება მისაღები და შევეწინააღმდეგები. რა თქმა უნდა, არა ფიზიკურად და ცემა-ტყეპით, არამედ იმავე აგიტაცია-პროპაგანდით...ვიტყვი, რომ ეს არის გარყვნილებადა. ალბათ, ასევე თვლის ეკლესია, რომ ეს არის ჩვენი ახალგაზრდობისთვის ძალიან მძიმე, არასწორი აგიტაცია და ამიტომ ეუბნება (ხელისუფლებას), რომ ნუ მისცემთ („თბილისი პრაიდს" მსვლელობის ჩატარების) უფლებას", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რევაზ ახვლედიანმა გუშინ, 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განვითარებული მოვლენები.

რევაზ არველაძემ აღნიშნა, რომ თავადაც მოწინააღმდეგეა ლგბტ თემის, მაგრამ ძალისმიერი მეთოდების გამოყნებას მათ წინააღმდეგ არ მიესალმება:

„საქართველო არის მართლმადიდებლური ტრადიციების მქონე ქვეყანა. მაგრამ არვინ მათ (ლგბტ თემის წარმომადგენლებს) არაფერს არ უშლის, რაც უნდათ, ის გააკეთონ. თუმცა, მეც არ მომეწონება, თუ ჩემს შვილიშვილებს გაუწევენ აგიტაციას იმის შესახებ, რომ კარგია ლესბოსელობა, ბისექსუალობა ან ტრანსსექსუალობა და ა.შ.

„ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მისაღები და შევეწინააღმდეგები. რა თქმა უნდა, არა ფიზიკურად და ცემა-ტყეპით, არამედ იმავე აგიტაცია-პროპაგანდით ჩემი შვილებისასა და ჩემი შვილიშვილების და ნებისმიერი ახალგაზრდობის მიმართ, ვეტყვი, რომ ეს არის გარყვნილებადა და არ შეიძლება, რომ ჩაითვალოს წესიერ საქციელად", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×