რეზონანსი
15.06.2019

 დეპუტატი, ემზარ კვიციანი საპატრიარქოს განცხადებასთან და თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.

"კურთხევა მიღებულია! მეტი რა უნდა გვითხრას მის უწმინდესობამ? თუ ლაჩარი ერი არ ვართ, გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც სიტუაცია მოითხოვს! სხვადასხვა ადგილებში შევიკრიბოთ და მცდელობა ქართული სულის გაუპატიურებისა აღვკვეთოთ ისე, როგორც ამას მოითხოვს ერისშვილობა! ლოცვით კი ეკლესია ილოცებს და ჩვენ ეროვნული სულისკვეთებით აღვაგვათ პირისაგან მიწისა პორნო რეკლამების წმიდა ადგილებში ჩვენების მსურველები! ძალოვნებო, ეს კურთხევა თქვენც გეხებათ, ვინც მართლმადიდებელი მრევლი ხართ! დიდება ღმერთს!!!"

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა პრაიდი არ დაუშვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×