ია აბულაშვილი
16.06.2019

 „საკითხი, რომელიც დღეს დაპირისპირების საგანია, განხილული უნდა იყოს როგორც სამართლებრივ, მორალურ, რელიგიური, ასევე საგარეო ჭრილში. ამიტომ ხელისუფლებამ, აქციის და კონტრაქციის მონაწილეებმა თავისი უფლებები ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაიცვან", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციასა და კონტრაქციას და 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმი „თბილისი პრაიდს“.

„რეზონანსი“: 18-23 ივნისს თბილისში ლგბტ თემის წარმომადგენლებს სურთ გამართონ ანტიჰომოფობიური კვირეული „თბილისი პრაიდი“, რომელიც „ღირსების მარშით“ დასრულდება. ამას უკვე მიჰყვა მღელვარება საზოგდოების გარკვეულ ნაწილში. საპატრიაქომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას „თბილისი პრაიდი“, ასევე საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ინსტიტუციებს, რომ „გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება და არ წაახალისონ მსგავსი აქტივოებები“.

ვახტანგ ძაბირაძე: საპატრიარქოს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, რომ ეს არის დიდი ცოდვა, მაგრამ არ აქვს უფლება მოუწოდოს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ამ ღონისძიების ჩატარებას. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს, რომ საკუთარი აზრის გამთქმის უფლება აქვს ყველას. რა გამოდის, რომ ხელისუფლებამ უნდა დაარღვიოს კონსტიტუცია, ან საერთოდ უარყოს კონსტიტუცია?  

საქმე ისაა, რომ საკითხი, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა, განხილული უნდა იყოს, სამართლებრივ, რელიგიურ, მორალურ და საგარეო ჭრილში. ამიტომ, როგორც აქციისა და კონტრაქციის მონაწილეებმა, ასევე ხელისუფლებამ თავისი უფლებები ამ ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაიცვან და ეს ძნელი მისახვედრი არ არის.

„რ“: პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ "სიძულვილის ჯგუფის" უკან რუსეთის ხელისუფლება იდგეს.

ვ.ძ.: ამიტომაც ვახსენე საგარეო ფაქტორები, რომ თუ აქციის და კონსტრაქციის მონაწილეები ამ ფაქტორს არ გაითვალისწინებენ, ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამენ წყალს. 

მოგეხსენებათ, რომ რუსეთს უნდა თავისი გავლენის აღდგენა საქართველოში, თავისი ინტერესები გააჩნია და რა თქმა უნდა, გააქტიურდება, რათა გააჩინოს ახალი კონფლიქტები. თუნდაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის გარეჯის თემაზე, ასევე პანკიის ხეობაში. ახლა უკვე ამ თემის ირგვლივ. ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპრებამდე არ მივიდეს, მაგრამ კონფლიტური კერების შექმნას და გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

„რ“: გასულ კვირას ოფიციალური მოსკოვის მხრიდან უკვე გაისმა პირველი მუქარა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან მიმართებაში...

ვ.ძ.: მსგავსი განცხადებები ახალი არ არის და ამგვარ განცხადებებს რუსეთი მუდმივად აკეთებს, რადგან იგი ყოველთვის ეწინაღმდეგება იმას, რაც საქართველოში კარგი კეთდება. 

კარასინს რა აქვს ჩვენთან სასაყვედურო - ჩვენ ვართ ოკუპანტები, თუ წავართვით ტერიტორიები? ხელისუფლების მოქმედებები უნდა იყოს ისეთი, რომ აქეთ უწევდეს რუსეთს თავის მართლება. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შეხვედრაზე რუსულ მხარესთან თავისი მკაცრი და გამოკვეთილი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, ეს იქნება საკითხისადმი სწორი მიდგომა.

„რ“: ბოლო მოვლენების ფონზე, გაჩნდა ასეთი მოსაზრებაც, რომ ლევან ვასაძე, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში, უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და შეიძლება ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს. რა შანსები აქვს ლევან ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში?

ვ.ძ.: რას აპირებს ვასაძე და როგორ აპირებს შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, ჯერ ეს არის გასარკვევი, თუცმა წინასწარ შემიძლია გაითხრათ, რომ დიდი შანსები არ უნდა ჰქონდეს. შეიძლება მას მხარდამჭერები ჰყავდეს ერთ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ მის მიერ პოლიტიკურ ჭრილში დაწყებულ აქტივობებს მასობრივი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თანაც არც დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს.

„რ“: მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდით?

ვ.ძ.: არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი, მთელი პოლიტიკური სპექტრი 2020 წლის არჩევნებსითვის ემზადება და ბუნებრივიცაა, რომ ცვლილებები დაიწყება. მე უფრო ვფიქრობდი, რომ "ოცნება" ცვლილებებს ახალ პროგრამებთან მიმართებაში დაიწყებდა, არადა ამაზე ერთი წლით ადრე უნდა დაეწყო, რომ ახალი სტარტეგიით, ახალი პროგრამებით და ახალი სახეებით წარმსდგარიყო 2020 წლის არჩევნებზე, რაც ჯერ არ ჩანს. 

მხოლოდ სამთავრობო ცვლილებები რეალობას ვერ შეცვლის და დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილება მითუმეტს არაფერს მოუტანს ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებში. თუ მაინცდამიანც ცვლილებები აქვთ გადაწყვტილი, სჯობს ეს გვიან შემოდგომაზე განახორციელონ, რაღაც სიახლეს მაინც შესთავაზებს საზოგადოებას. 

ახალი პროგრამებს და ახალ სტრატეგიას სჭირდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც იდეების გენერაციას გააკეთებენ, მაგრამ ქვეყანაში ბრძანების გამცემი, იდეების გენერატორი და შემსრულებელიც ერთი კაცია. ეს ერთი კაცი კი ყველაფერს როგორც შეძლებს, ეს არ ვიცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×