რეზონანსი
16.06.2019

 ჩვენი თანამემამულე, ისრაელის მოქალაქე ანა კოლი ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის სიუჟეტს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და დეპორტაციის შესახევბ:

"რუსთავი 2"-მა პასუხი უნდა აგოს გადაუმოწმებელი-ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის გავრცელებისათვის!

1. არანაერი ძალოვნები, საემიგრაციო!

2- არანაერი ციხე- სადეპორტო!

3- არანაერი გაუსაძლუსი პირობები, ნუ, რას ვიზამთ რომ არაა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო?

4- ხალხი დაკავებულია კრიმინალზე და არა ვადის გადაცილებაზე! ყალბი საბუთები! ეს აქცია ძირითადად ყალბი საბუთების დამმზადებლებზე გასვლისთვისაა უფრო.

5- საელჩო არაა გულგრილი, ყველას დახმარების ხელს უწვდის!

6. და მთავარი, ამ ორ ერს შორის ბოღმისა და შუღლის გაღვივებისთვის!

ყალბი საბუთით ცხოვრება სხვა ქვეყანაში არის კრიმინალი. (საკუთარ ქვეყანაშიც) !!!

ყალბი საბუთებით საქართველოში შემოსული ოთხი ყიზირგეთის მოქალაქე დააკავეს და მიუსაჯეს სასჯელი შვიდი წელი.

აქ , ისრაელში ქართველ ყალბ საბუთიან არალეგალებს ბილეთებს უღებენ და უშვებენ მათ ქვეყანაში!

იჭერენ და სასჯელზე უშვებენ დამმზადებელს!

ვინაიდან მათ აინტერესებთ არა არალეგალი, არამედ თავად ის კრიმინალი, ის ბანდა, რომლებიც ამ საბუთებს ამზადებენ!

ეს კრიმინალთა ჯგუფი აფორმებენ/აკოპირებენ სხვადასხვა გზით ისრაელის მოქალაქის პირადობებს- თეუდათ ზეუთ (პირადობის მოწმობა), და ერთი მოწმობა გაფორმებულია რამდენიმე სამსახურში. შესაბამისად , ნამდვილ პირადობის პატრინს მოსდის გრანდიოზული დავალიანებები საგადასახადოდან, ეკეტებათ ბანკის ანგარიშები, საზღვრები, მოდის პოლიცია და ოჯახში უძრავ ქონებას უყადაღებენ!

აი, რის წინააღმდეგ იბრძვის ისრაელის პოლიცია და არა ქართველი თუ უკრაინელი ემიგრანტების წინააღმდეგ!

მოდით ახლა და გაამტყუნეთ!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×