რეზონანსი
17.06.2019

 ასტროლოგი რამაზ გიგაური ივნისის თვის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს.

„ივნისი ემოციურად საკმაოდ დატვირთულია. ამას განაპირობებს პლანეტა ნეპტუნის ძლიერი გავლენა (მგრძნობიარობა, წარმოსახვა, აღმაფრენა, ინტუიცია, ბუნდოვანება, ილუზია).

ეს თვე მნიშვნელოვანი იქნება ემოციური-მგრძნობიარე ადამიანებისთვის და ასევე ხელოვანებისთვის (განსაკუთრებით გააქტიურდება მუსიკასთან, ფოტოგრაფიასთან, კინოსთან, პოეზიასთან დაკავშირებული ადამიანების ცხოვრება).

17 ივნისი: სავსემთვარეობა

ეს დღე ემოციური იქნება. მოიმატებს ეგოიზმი. მოსალოდნელია ადამიანებს იოლად ეწყინოთ და ურთიერთობებში განხეთქილება გაჩნდეს. აჩქარებულობა არ არის რეკომენდებული.

 21 ივნისი: მზე კირჩხიბის ზოდიაქოში

მოიმატებს ემოციურობა, მგრძნობიარობა, სხვებზე ზრუნვის სურვილი. წინ წამოიწევს პირად ცხოვრებასთან, ოჯახურ ეგრეგორთან, წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად სასიკეთო პერიოდი დაიწყება წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები).

27 ივნისი: მერკური ლომის ზოდიაქოში

აზროვნება უფრო შემოქმედებითი, კრეატიული გახდება. მოიმატებს სიამაყე და თავდაჯერებულობა. ეს განსაკუთრებით ვერბალურ დონეზე გახდება საგრძნობი. არ არის სასურველი ზედმეტი დაპირებების გაცემა.

ივნისში შენაძენებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის:

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს 16-21 ივნისი – ამ პერიოდში მოიმატებს შეცდომების დაშვების და ტექნიკური ავარიების ალბათობა", - წერს გიგაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×