"ეს არ იქნება ოფიციალური თანამდებობა, გამოცდილებას გავუზიარებ" - ხატია დეკანოიძე
ია აბულაშვილი
17.06.2019

 "მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა დამთავრდა და მთავრობის ფორმირება ახლა იწყება - როგორც კი შედგება და აუცილებლად შედგება კონტაქტი თანამშრომლობის შესახებ, პროცესში ჩავერთვები. ეს არ იქნება ოფიციალური თანამდებობა, მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ"- აცხადებს სააკაშვილის გუნდის წევრი ხატია დეკანოიძე მოლდოვის ახალ მთავრობასთან მის შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, მოლოდვას ახალი მთავრობის ვიცე-პრემიერმა და შსს-ს მინისტრმა ანდრე ნესტასემ მოლდოვაში პოლიციის რეფორმების გასატარებლად სააკაშვილის გუნდის წევრი ხატია დეკანოიძე მიიწვია.

ანდრე ნესტასემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და ოლიგარქიულ მმართელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას აქვს პროკურორის, ადვოკატის და სამოქალქო აქტივისტის გამოცდილება, მაგრამ პოლიციელების ხელმძღვანელობა მისთვის უცხოა, ამიტომ, ხატია დეკანოიძეს, რომელსაც როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში პოლიციის რეფორმის გატარების კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, თანამშრომლობა შესთავაზა.

"ეს იყო შეთავაზება პირდაპირ ეთერში მოდლოვის სატელევიზიო არხის ერთ-ერთ გადაცემაში. ახლი მთავრობის ვიცე-პრემიერმა და შსს მინისტრმა ანდრე ნესტასემ შემომთავაზა თანამშრომლობა. სხვა ფორმით შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა.

"მოლდოვაში დამთავრდა ორხელისუფლებიანობა და ახალ იწყება მთავრობის ფორმირება. როგორც კი შედგება და აუცილებლად შედგება კონტაქტი თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მაშინვე ჩავერთვები პროცესში.

"ეს არ იქნება ოფიციალური თანამდებობა, მხოლოდ გამოცდილების გაზიარება სამართლებრივი რეფორმების კუთხით. რაც შეეხება იმას, მიიწვევენ, თუ არა ჩვენი გუნდის სხვა წევრებსაც, ვერ გეტყვით.

"ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანია და გვაქვს ბევრი საერთაშორისო პროგარმები, თუ დასჭირდებათ, ისინიც აუცილებლად ჩაერთვებიან" - განაცხადა "რეზონანსთან" ხატია დეკანოიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×