"არავინ მაგათ სახლში არ უვარდებათ, მაგრამ ზეიმი და აღლუმი ძალით თავზე მოგვახვიონ - ეს არის ხალხის აღშფოთების მიზეზი. ვასაძემაც გამწარებულმა კაცმა, რომელიც იცავს თავის ტრადიციას, თქვა, დააშავა რაიმე? ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია?"- ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგი თორაძე ლევან ვასაძის მოწოდებას - არ დაუშვან "თბილისი პრაიდის" ჩატარება დედაქალაქში.
"საუკუნეებია ეს თემა არსებობს საქართველოს ისტორიაში, მაგრამ არავინ მაგათ სახლში არ უვარდებოდა. არც ჩვენ ვუვარდებით ვინმეს სახლში, მაგრამ ზეიმი და აღლუმი ძალით მოგახვიონ, ჩემთვის არის მიუღებელი. ხალხიც ამან აღაშფოთა.
"კი ბატონო, არის ქვეყნები, სადაც ეს დაშვებულია, 24 საათის განმავალობაში იარე და აწყვე აღლუმები, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენ ვართ ქრისტიანები, ვიცავთ ჩვენს რელიგიას და ტრადიციებს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
"ლევან ვასაძეში არ არის საქმე, მარტო ის არ არის აღშფოთებული, თანაც გამწარებულმა კაცმა, რომელიც თავის ტრადიციას იცავს თქვა - რამე დააშავა? ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია?
"რა ფორმირებები, რა ლეგიონი, სიტყვის თქმის გამო 50 კაცი ციხეში ჩააგდო და ისინი ავტობუსებით სახლში სადარბაზოსთან მიაბრძანო, ეგრე სად არის. მაშინ ყველას შეუქმნან კომფორტი, მოვიდნენ, ყველმა თავისი სათქმელი თქვას, მერე ეცოდინებათ თავისი ავტობუსები - ჩაჯდებიან და წავლენ მშვიდად სახლში.
"მაგრამ ამას არ ამბობენ, ეს ხალხი ფეხით დადის და ესენი ავტობუსებით უნდა მიაბრძანონ სახლში" - აცხადებს "რეზონანსთან" გოგი თორაძე.