„ვფიქრობ, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ბოლო წუთებში შეცვლიან თავის განზრახვას“, - ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების გადაწყვეტილებას თბილისში „ღირსების აღლუმის“ ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ეყოფათ გონიერება და ბოლო წუთებში შეცვლიან თავის განზრახვას, მითუმეტეს, რომ ეს მოვლენა აღშფოთებას იწვევს მოსახლეობის დიდ ნაწილში, პირველ რიგში პროპაგანდის ნიშნებს რომ ხედავს.
„თუ არა შეცვლიან და საპროტეტსო ყიჟინის ფონზე მაინც ჩაივლიან, შსს თავის მოვალეობას, როგორც ყოველთვის, პირნათლად შეასრულებს და დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას. დარწმუნებლიც ვარ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგენი არავითარ ძალადობას არ მიმართავენ, თუ არ იქნება პროვოკაცია სხვა ძალების მხრიდან, ვინც გინდა იყოს, ხელისგულზე რომ ჩამოუვარდება ასეთი პროვოკაციის ნაყოფი. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და სახელმწიფო პროცესების ესკალაციას არ დაუშვებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.