„ამ დღისთვის, კონფერენციასა და მსვლელობისთვის ბევრი ადამიანი ჩამოვიდა. დიპლომატიური კორპუსი აუცილებლად იქნება. ეს არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვაქვს შეტოვებული. ეს არ არის მხოლოდ ლგბტ ადამიანების აქცია. ამ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება - უფრო მეტნი მხადამჭერები იქნებიან, ვიდრე ჩვენ ვართ," - აცხადებს „რეზონანსთან" „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის" შესახებ საუბრისას.
კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან დაგეგმილ ღონისძიებებს, აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, თუმცა ასევე დასძინა, რომ აქციაზე მთავარი საელჩოების წარმომადგენლები იქნებიან.
მანვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ „თბილისი პრაიდს" რამდენიმე ევროპარლამენტარიც დაესწრება, თუმცა განაცხადა, რომ მათი ზუსტი ვინაობისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
თავის მხრივ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხადამჭერები „ღირსების მარშის" გამართვას კვლავ ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამ მსვლელობის გამართვას არ დაუშვებენ.