თამარ შუკვანი
19.06.2019

 „მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უმკაცრესად უნდა მოექცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ზიზღის მიზეზით ძალადობს, ან აპირებს ძალადობას უმცირესობებზე. ეს არის ჩვენი მომავალი დემოკრატიულობის და უსაფრთხოების საფუძველი," - აცხადებს „რეზონანსთან" „ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის" შესახებ საუბრისას.

კაპანაძის განცხადებით, ლგბტ ადამიანებს სრული უფლება აქვთ იმისა, რომ „ღირსების მარში" ჩაატარონ. მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ვერ შევაფასებ რამდენად მიზანშეწონილია მარშის ჩატარება. მიმაჩნა, რომ ნებისმიერ ჯგუფს აქვს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებულია. შესაბამისად, თუ ისინი ჩათვლიან, რომ მარში მოაწყონ, მათ სრული უფლება აქვთ, რომ ის მოაწყონ, ხოლო არც მე და არც არავის არ გვაქვს უფლება ეს შევაფასოთ.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს ასევე უფლება ნეგატიურად უყუროს ამ მარშს, თუმცა, აბსოლუტურად არავის არ აქვს უფლება, რომ მათზე იძალადოს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უმკაცრესად უნდა მოექცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ზიზღის მიზეზით ძალადობს, ან აპირებს ძალადობას უმცირესობებზე. ეს არის ჩვენი მომავალი დემოკრატიულობის და უსაფრთხოების საფუძველი," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×