ია აბულაშვილი
19.06.2019

 „მე არ ვიცი კანცელარიას მიადგება ხალხი, პარლამენტს, თუ ბიძინა ივანშვილის შუშის სახლს, მე ამისგან ვიხსნი პასუხისმგებლობას. ეს არის თქვენი ბოლო შანსი“, - ასე მიმართა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ მოუწოდა დედაქალაქში არ ჩატარდეს „თბილისი პრაიდი“.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ვასაძის ამ განცხადებაში არ იგულისხმება, რომ იგი პასუხისმგებლობას იხსნის იმ პროცესებიდან, რომელიც „თბილის პარტიდის“ ჩატარებას ეხება, იგი პასუხისმგებლობას იხსნის იმ დაპირისპირებიდან, რომელიც ამ აქციამ შეიძლება გამოიწვიოს. 

„პოლიტიკური შეფერილობა შეიძლება მიეცეს ყველა საკითხს, თუ სიტუაცია გამძაფრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვასაძის განცხადებაში ხელისუფლების შეცვლა  არ იგულისხმება. როგორც ვიცით, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები აპირებენ ძველი გეგმებით გააგრძელონ მოქმედება, რასაც ეწინაამღდეგება საზოგადოების დიდი ნაწილი. ანუ  დაპირპისირების პროცესი გრძელდება და ამ დაპირისპირებისგან იხსნის პასუხისმგებლობას ვასაძე.

ვასაძე ხშირად მიდის პოლიტიკურ ზღვარამდე თავის მსჯელობებში და მიმართვებში, მაგრამ  შორს აღარ მიდის და არც პოლიტიკური პროცესების დაწყება უცდია. მაგალითად, ამ მოვლენების პირველი ეტაპზე მისი განცხადება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ განცხადებად - რომ ხელისუფლება რაღაცას ვერ აგვარებს. მეორე განცხადება რაზმების და ლეგიონის შექმნასთან დაკავშირებით უფრო პოლიტიზირებული იყო და სავარაუდოდ ხელისუფლებისგან მიიღო გაფრთხილება, რომ სახელმწიფო გულხელდაკრეფილი არ იქნება. 

„დღევანდელი მოცემულობა კი ასეთია, რომ ხელისუფლების ნეიტრალიტეტი არცერთ მხარეს არ უნდა. აქციის მონაწილეებსაც და მათ მოწინაღმდეგებს უნდათ, რომ სახელმწიფო მათ მხარეს იყოს. ჩემი აზრით, ამ მოცემულობაში შსს იყოს ნეიტრალური ყველაზე ადექვატურია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×