თამარ შუკვანი
19.06.2019

 „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები შიშობენ, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭრები „თბილისი პრაიდის" ოფისისთვის ალყის შემორტყმას აპირებენ. ამის შესახებ თავად ორგანიზატორები „ფეისბუქით" იუწყებიან.

„ვასაძე-ფალავანდიშვილების ჯოგი აპირებს „თბილისი პრაიდის" ოფისს ალყა შემოარტყას. იმედია მიბილიზებულები ხართ და იგივენაირად ალყაში არ აღმოჩნდებიან ადამიანები, როგორც 14 ივნისს!!!" - წერს „თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი.

მოძრაობის „ალტერნატივა საქართველო" თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია აღნიშნულს დეზონსფორმაციას უწოდებს: „დეზინფორმაციაა. არავინ აპირებს მათთვის ალყის შემორტყმას," - განუცხადა „რეზონანსს" მორგოშიამ.

იგივე შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს „თბილისი პრაიდის" კიდევ ერთი ორგანიზატორი იდა ბახტურიძე, რომელიც შსს-ს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„ოფისთან აპირებენ ალყა შემოგვარტყან. არაერთი წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია. მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერსა და ყველა მაღალი თანამდებობის პირს გააკეთონ შესაბამისი საჯარო განცხადებები და გაატარონ ყველა ადეკვატური და ეფექტური ღონისძიება ძალადობრივი ჯგუფების შეჩერების მიზნით!

„ასევე მოვიწოდებ ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებსა და ყველა მშვიდობიან მოქალაქეს სოლიდარობისკენ!" - წერს იდა ბახტურიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×